საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ამ დრომდე კიდევ 4 ადამიანს ეძებენ.
უწყების ცნობითვე, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
შოვში მომხდარი სტიქიაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.