მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარაგაულში, ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს

64a271d07f87f
BM.GE
03.07.23 10:59
342
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი, - ამის შესახებ bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. 

"მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ მამაკაცი მათი თანამშრომელი არ არის. 

შეგახსენებთ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი 1-ელ ივლისს ჩამოწვა. შედეგად, მატარებლების გადაადგილება სრულად იყო შეფერხებული. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლების გადაადგილება დღეს აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები