მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შპს "ფორსას" მომხმარებელი ნივთზე საკუთრების უფლებას 30 დღის შემდეგაც არ დაკარგავს - სასამართლოს გადაწყვეტილება

64ba2d9d8b140
BM.GE
21.07.23 10:55
417
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა შპს „ფორსას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია - ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში არსებულ ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს. შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი - 28 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე - 48 შეთანხმება გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები