შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში სულ 10 374 ობიექტი შემოწმდა. ბექა ფერაძემ საზოგადოებას იზოლაციის და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის დადგენილების აღსრულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ 6 177 ობიექტს გაფრთხილება მიეცა, ხოლო 3 - დაჯარიმდა.
„ამ ორი დღის განმავლობაში შემოწმდა 10 374 ობიექტი, მათ შორის წერილობითი და ზეპირი გაფრთხილება მიეცა - 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა 3 ობიექტი, 4 194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის უფლება, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ერთი ობიექტის საქმე გადაეგზავნა შს სამინისტროს.
რეგიონულ ჭრილში მაჩვენებლები ასეთია: თბილისში შემოწმდა 4711 ობიექტი, იმერთში - 1137, კახეთში - 814, ქვემო ქართლში - 828, შიდა ქართლში - 493, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 848 და ა.შ.“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ინფორმაციისთვის: 28 ნოემბრიდან რიგი ეკონომიკური საქმიანობები შეზღუდულია.