მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიახლე CROSTY-სგან მომხმარებელს - ლევან გიორგაძე #BMGDRIVE-ში

6068915544041
ელენე გოგბერაშვილი
03.04.21 15:26
3536

CROSTY- ასე ქვია პრემიუმ კლასის ფეხსაცმლის ქართულ ბრენდს, რომლის შექმნის იდეა მის დამფუძნებლებს ჯერ კიდევ 2015 წელს გაუჩნდათ. თავისუფლება- ეს არის ბრენდის მთავარი ღირებულება და CROSTY-იც ამ ღირებულებით შეიქმნა.





საქართველოში დამზადებული პრემიუმ კლასის ფეხსაცმელს კომპანია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ყიდის. როგორც CROSTY-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან გიორგაძე #BMGDRIVE-ში აცხადებს, პროდუქციის 15%-მდე უცხოეთში იყიდება, დანარჩენი წილი კი ადგილობრივ ბაზარზე მოდის.

ლევან გიორგაძე ამბობს, რომ ბიზნესმოდელი თავიდანვე ონლაინზე ააწყვეს, თუმცა ახლა სტატეგია გადაიხედა და გადაწყვიტეს საკუთარი მაღაზია გახსნან.

„იმედი მაქვს აპრილის ბოლოს მოვასწრებთ და გავხსნით მაღაზიას. დეტალები, მისამართი მალე გამოჩნდება. თუმცა ეს იქნება ქალაქის ცენტრალურ უბანში დიდი კონცეპტუალური მაღაზია“-აცხადებს გიორგაძე.

აღსანიშავია, რომ CROSTY-ის საფასო პოლიტიკა ლოკალიზებული აქვს. მათ მიერ წარმოებული ფეხსაცმლის ფასი ქართულ ბაზარზე 650 ლარიდან იწყება.

 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები