კაპიტალის ზრდის კომპანია - სინერჯი, რომელიც 2018 წელს „სინერჯი ჯგუფის“ მიერ შეიქმნა, თავის პორტფელში ამ დროისთვის 15-მდე კომპანიას აერთიანებს, რომელთა ღირებულების ზრდაზე მუშაობს.
კომპანიების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ზრდის და მასშტაბირების დიდი პოტენციალია, რომელსაც ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იყენებენ. „სინერჯი“ ყიდულობს ასეთ კომპანიებში 20-50%-მდე წილს და ეხმარება ზრდაში.
„სინერჯის“ მთავარი კონტრიბუცია პორტფელის კომპანიებში:
მათი სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებაა, კერძოდ, ზრდის პოტენციალის რეალიზებისთვის საჭირო სისტემური მექანიზმების შექმნა. რაშიც კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ 20 წლიან გამოცდილებას იყენებს;
კაპიტალის მოზიდვაში დახმარება, რაც კომპანიებს ზრდის ფაზაში განსაკუთრებით სჭირდებათ;
თანამედროვე კორპორატიული მმართველობის სტანდარტის ჩამოყალიბება, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს და აღმასრულებელი გუნდის ურთიერთობის გამართული მექანიზმების შექმნა.
დღევანდელი პორტფელი აერთიანებს საექსპორტო პოტენციალის მქონე წარმოებებს, მასშტაბირების პოტენციალის მქონე გაყიდვების ქსელებს, მომსახურების სფეროს:
„ჩიკორის“ ბრენდით ჩირის და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“;
„8000 მოსავალი“ - ღვინის მაღაზია ბარების ქსელი;
სასარგებლო პური „მზეთამზეს“ მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“;
„ჯი.ვინო“ - ორგანული ღვინის ბარი და მაღაზია;
„უმალი“ - წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიაში;
„ანტრეკოტი“ - ნედლი ხორცის და მისგან წარმოებული ხორცპროდუქტების მაღაზია;
„სახალხო აფთიაქი“ - საუბნო აფთიაქების ქსელი ქვეყნის მასშტაბით;
ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების ქართული კომპანია “კუბიკი”;
ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ზომა“;
„კარიერული წარმატების ჯგუფი“ - კარიერული განვითარება და HR აუთსორსინგი;
„ბიზნესფიდი“ - ანალიტიკური ონლაინ ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვის;
„ჩაიმანია“ - უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ყავის მაღაზიათა ქსელი;
„კიდკო“ - პედიატრიული ცენტრი.
მიმდინარე წელს „სინერჯი“ კიდევ რამდენიმე კომპანიას დაიმატებს პორტფელში, ნაწილთან შეთანხმებები დასრულებულია, ნაწილთან შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „სინერჯიში“ აცხადებენ, საინტერესოა კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია 1-3მლნ აშშ დოლარის ფარგლებშია, აქვს ზრდის პოტენციალი, შეიძლება იყოს საექსპორტო პერსპექტივის წარმოების/მომსახურების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით, საინტერესოა განათლების და ტექნოლოგიების სფეროები.