მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა Xiaomi-მ თურქეთში ქარხანა გახსნა

6067514dd7bbb
თამთა ჯიჯავაძე
03.04.21 00:30
1295
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ თურქეთში ქარხანა გახსნა. როგორც თურქული მედია წერს, სტამბულში ახალი ქარხანა რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ქარხნის გახსნის გეგმების შესახებ თებერვალში განაცხადა. ინვესტიციის მოცულობა $30 მილიონია.

თურქეთი მეოთხე ქვეყანაა, სადაც Xiaomi საკუთარი ბრენდის წარმოებას იწყებს.

ქარხნის გახსნის ცერემონიალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო. მან განაცხადა, რომ თურქეთი უცხოელ ინვესტორებს დინამიკური შრომითი ძალისა და სტრატეგიული მდებარეობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. მისივე თქმით, თურქეთი ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ ააშენონ კვლევითი და დიზაინცენტრები, ასევე ქარხნები.

Xiaomi-ს ქარხანა დაახლოებით 14 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა აშენებული. მას წელიწადში ხუთი მილიონი მოწყობილობის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ქარხანაში 2000 ადამიანი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები