მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სნოს” და “კობის” მწარმოებელმა კომპანიამ უკრაინაში ექსპორტი აღადგინა

63457bd476839
ლიკა გურაბანიძე
16.10.22 16:46
892
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელმა კომპანია “აქვა გეომ”,  რომელიც ბაზარზე “სნოს” და “კობის” ბრენდირებულ პროდუქციას უშვებს, უკრაინის საექსპორტო ბაზრის აღდგენა შეძლო.

როგორც bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა  ზურაბ გოზალიშვილმა განუცხადა, ამჟამად კომპანიამ უკრაინაში კონტაქტი რამდენიმე პარტნიორთან გააგრძელა.

“სრულად ამ ბაზრის ათვისება საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოხდება. ახლა უკრაინის ბაზარზე რამდენიმე მანქანა ყოველთვიურად სტაბილურად გადის. უკრაინაში წლის განმავლობაში დაგეგმილი შემოსავლის 70% დავკარგეთ. რაც შეეხება რუსეთს იქ 30% დავკარგეთ.” - განმარტა გოზალიშვილმა.

ბიზნესმენის თქმითვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანია დივერსიფიკაციაზე აქტიურად ფიქრობს, ხოლო ახლა ევროპული ბაზრების ათვისებას ცდილობენ, ასევე ჩინეთის და ბაჰრეინის.

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა, საექსპორტო ბაზრები კი დაკორექტირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი წლიურად 27.8%-ით შემცირდა და ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზებით 66.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში მინერალურმა და მტკნარმა წყლებმა 1.9%-იანი წილით მე-9 ადგილი დაიკავა. როცა გასული წლის ამავე პერიოდში მე-6 ადგილს იკავებდა. იმ დროისთვის წილი მთლიან ექსპორტში  3.5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები