„სოკარ ენერჯი პეტროლიუმის” ექს-გენერალური დირექტორი ლევან გიორგაძე საქმიანობას ქვეყნის უმსხვილეს სამედიცინო ჰოლდინგში აგრძელებს.
ლევან გიორგაძე „ევექსში“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მან SOCAR-ის ქართული შვილობილი, რომელსაც 2017 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად 1 მარტს დატოვა.
ლევან გიორგაძე პრემიუმ კლასის ფეხსაცმელის ბრენდ CROSTY-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.