ტექნოლოგიის იაპონურმა გიგანტმა Sony-მ ელექტრო მანქანის კონცეფცია წარადგინა ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე Global Stage for Innovation (CES)-ზე. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, მანქანის პროტოტიპი შექმნილია Sony-ის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. მანქანა აღჭურვილია ფართო პანორამული მონიტორით, რომლის მართვა შესაძლებელია სენსორული ქსელით.
სენსორული ტექნოლოგიის გამოყენებით მანქანას საკუთარი მფლობელის ამოცნობაც კი შეუძლია. ასევე, მანქანას Sony-ის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიები აძლევს შესაძლებლობას, გაანალიზოს გზის ტიპი, რომელზედაც მას მოძრაობა მოუწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ Sony-ის კომენტარი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა კომპანია მანქანის გაყიდვების დაწყებას ფართო საზოგადოებისთვის.