მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ წრეზე რომ არ ვიაროთ, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვმართებს - აბდუშელიშვილი

617c03561a9fa
თელარა გელანტია
29.10.21 18:19
2086
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და აცხდებს, რომ მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვმართებს.

Bm.ge ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვინც მიცნობს კი იცის, რომ პოლიტიკა მე არ მიყვარს და არ მაინტერესებს. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და აქედან გამომდინარე, განვიცდი ყველაფერს, რაც მას ეხება. თავის დროზე ლუსტრაციის კანონი რომ მიგვეღო, დღეს ბევრი ვერ იპარპაშებდა ასე და მიკერძოებული ტელევიზიებიდან გონორით ვერ გაბედავდა საუბარს.. აქაა ყველაფრის თავი დამარხული, რომ ვინ ვინაა, იმის გარკვევა გვიჭირს კიდევ...

ხანდახან ისეთ ტიპს ვხედავ ეკრანიდან, პატრიოტიზმზე რომ გვესაუბრება, ცხოვრებაში რომ ქვეყნის ხარჯზე გარიგებების მეტი არაფერი უკეთებია...

ცოტა მეტი დაკვირვება გვმართებს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც... სულ რომ წრეზე არ ვიაროთ ამიტომაც...

მე კი სულ ერთ აზრზე ვრჩები - ახალგაზრდა, გაუსვრელი, ჭკვიანი, ინტერესებით და ცოდნით სავსე თაობაა ჩვენი ნამდვილი იმედი და მომავალი; მათ მოსვლას კი ხელი ჩვენი სწორი არჩევანით უნდა შევუწყოთ, რათა მინიმუმ ის მაინც მოვახერხოთ, რომ მათ მაინც ავაშოროთ პატრიოტიზმს ამოფარებული რუსეთუმეები“, - წერს ბიზნესმენი.

<სტილი დაცულია>

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები