მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულაკაურის გამომცემლობა სრულად აცრილი მკითხველისთვის ფასდაკლებას აწესებს

612780991a1d6
BM.GE
26.08.21 21:02
774
სულაკაურის გამომცემლობა ქვეყანაში ვაქცინაციის წახალისების მიზნით ორჯერადად ვაქცინირებულ მკითველს ფასდაკლებას სთავაზობს.

"გამომცემლობაში გვჯერა, რომ პანდემიასთან გამკლავებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი გზა საზოგადოების აცრასა და სწრაფ იმუნიზაციაზე გადის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ პროცესში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ და სრულად აცრილ მკითხველებს ჩვენი წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით შევთავაზოთ.

მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ მაღაზიაში, წარმოადგინეთ კოვიდ პასპორტი და შეიძინეთ წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით.
რაც მთავარია, ჩვენი თანამშრომლების თითქმის სრული უმრავლესობა ორჯერ აცრილია"- ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები