“იდეალურ სიტუაციაში პარლამენტი რამდენიმე საკითხს უნდა უზრუნველყოფდეს: 1.პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, რომ გადაწყვეტილებები სისტემური და თანმიმდევრული იყოს. 2. ყველაფერი ხარისხიანი კანონმდებლობით გამყარებული იყოს. 3.მთავრობის კონტროლს და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფდეს.
წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტს ეს ფუნქციები თითქმის არ შეუსრულებია. ძირითადად კანონშემოქმედებითობაა და ეს კანონპროექტებიც ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის.” - განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც პარლამენტარი განმარტავს, გასული 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა ამასთან იყო ხარვეზებიც.
“ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც საერთოდ არ ყოფილა, მაგალითად: მინისტრები პარლამენტში საათების და დღეების განმავლობაში კრიტიკულ კითხვებს პასუხებს სცემენ და ეს მათი ყოველდღიურობა გახდა, ასევე თემატური მოკვლევები გვაქვს, რომელიც პარლამენტს არასდროს ჰქონია. მაგრამ, მთავარი მექანიზმები გამოყენებული მაინც მინიმალურად იყო. კერძოდ, საგამოძიები და სხვა დროებითი კომისიები.
წინ ძალიან ცოცხალი, შესაძლოა მძიმე და მწვავე პარლამენტი გველოდება, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ⅓-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიების შექმნა, რაც არასდროს არ ყოფილა და ეს მხოლოდ უმრავლესობას შეეძლო.
ის მექანიზმები რაც ამ მოწვევის პარლამენტში შევქმენით მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის დიდი იარაღი იქნება. იმედი მაქვს რომ ამას ეფექტურად და სწორად გამოიყენებენ.” - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.