ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა.
ის ამჯერად „ფაიზერით“ აიცრა, თუმცა მანამდე ორჯერადად, „ასტრაზენეკათი“ არის ვაქცინირებული.
შეგახსენებთ, რომ ბუსტერ დოზის გაკეთების პერიოდი ყველა ვაქცინით აცრილ პირთათვის 3 თვემდე მცირდება.