მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი 2023 წლამდე იარსებებს - რა იქნება შემდეგ?

5e04b28dba558
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.19 19:40
1446
მილიარდერის და პარტია “ქართული ოცნების” თავმდჯომარის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ნელ-ნელა მის მიერვე განხორციელებული პროექტებიდან გამოდის და მათ ყიდის, თუმცა ამასთან ერთად ფონდს ასე ვთქვათ მოქმედების ვადა ეწურება.

თანაინვესტირების ფონდი ამ ფორმით და ამ სტრუქტურით 2023 წელს აღარ იქნება. ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე განმარტავს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, როცა ესა თუ ის ფონდი გარკვეული ფულადი რესურსითა და გეგმებით იქმნება და კონკრეტული დროის შემდეგ ახალ ეტაპზე გადადის.

მისი თქმით, 2023 წლის შემდეგ თანაინვესტირების ფონდი შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ფონდმა ან თანაინვესტირების ფონდი 2-მა ჩაანაცვლოს.

“ფონდი იქმნება კონკრეტული ვადით; ამ ვადის განმავლობაში ფონდმა უნდა შეძლოს მიღებული თანხის განთავსება, ინვესტორებისთვის დაბრუნება და მერე ხდება ახალი ფონდის გაკეთება. შეიძლება ფონდის მმართველი კომპანია იგივე დარჩეს, შეიძლება გავაკეთოთ თანაინვესტირების ფონდი 2 ან 3... შეიძლება რამდენიმე ფონდი იყოს, შეიძლება ცალკე გაკეთდეს ერთ სექტორზე, ცალკე მეორეზე და ა.შ.”,- აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები