მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანზანიაში ტურისტული აქტივობები 49.8%-ით გაიზარდა

ტანზანია

ტანზანიაში ტურისტული აქტივობები გაუმჯობესდა, ეს აისახა ეროვნული პარკების ვიზიტორების რაოდენობაზე, რომელიც 49.8%-ით 477,501-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ტურიზმის გაუმჯობესება 2023 წლის პირველ კვარტალში უმეტეს ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნამ და ტურისტული საქმიანობის ხელშეწყობის გაძლიერებულმა მცდელობებმა გამოიწვია.

ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2023 წლის მარტის დასასრულს შემოსავალი, რომელიც მოიცავს შესვლის საფასურს, კემპინგსა, და სხვა გადასახადებს, 36.7%-ით, 106.7 მილიარდამდეა გაზრდილი.

“სამხრეთ მაღალმთიანეთის ზონის გარდა, ყველა ზონაში დაფიქსირდა ვიზიტორთა რაოდენობის და შემოსავლის ზრდა ნაციონალურ პარკებში, ჩრდილოეთ ზონა განაგრძობდა დომინირებას, როგორც ვიზიტორთა რაოდენობის, ასევე შემოსავლის ზრდის კუთხით - 78% და 55.7%-ით”, - ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში.

ამასთან, ვიზიტორთა რაოდენობა და მუზეუმებიდან შემოსავალი ყველა ზონაში გაიზარდა.

ვიზიტორთა რაოდენობა 20.4%-ით 16,080-მდე, ხოლო შემოსავალი 30.1%-ით, 143.6 მილიონამდე გაიზარდა 2022 წლის იგივე კვარტალთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები