მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსის რუსულ პროვაიდერებს FSB-სთვის მონაცემთა ბაზებზე სრული წვდომის მიცემა დაევალათ

64aaa28a8ddb9
BM.GE
09.07.23 15:56
1949
გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) მისცემს 24-საათიან დისტანციურ წვდომას ტაქსის პროვაიდერების მონაცემთა ბაზებზე.

საუბარია იმ კომპანიენბზე, რომლებიც ტაქსის სერვისებს მომხმარებლებს ინფორმაციული უზრუნველყოფის მეშვეობით აწვდიან.

ამ მხრივ, რუსეთის ბაზრის ლიდერია Yandex-ი. იურიდიულად, იანდექსის სატაქსო სერვისის მიმწოდებელი კომპანია არა რუსეთში, არამედ ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული და მისი სახელია Ridetech International B.V. სწორედ მასთან ფორმდება (მათ შორის საქართველოშიც) ავტომატურად ელექტრონული ხელშეკრულება მაშინ როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას იწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები