ბოლო 7 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში ტესტირების შედეგად, covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი კი რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 1 860; აჭარა - 186; იმერეთი - 169; სამეგრელო-ზემო-სვანეთი - 123; ქვემო ქართლი - 71; კახეთი - 50; შიდა ქართლი - 49; გურია - 31; მცხეთა-მთიანეთი - 15; სამცხე-ჯავახეთი - 11; რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი - 5.
NCDC-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 1 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, Covid-19-ით კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.
27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში სულ 63 443 ტესტი ( 56 699 ანტიგენ ტესტი, 6 744 პჯრ ტესტი) ჩატარდა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%.