მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში 9 კგ-მდე ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

6363b5cc53263
BM.GE
03.11.22 16:51
537
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ვერცხლი (საერთო წონა 8500 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13670.42 ლარი შეადგინა.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობა, 13 670,42 ლარი შეეფარდა", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები