თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზი" გაჩერებულია. ამის შესახებ Bm.ge -ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს.
მათი ცნობით, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, 1 პირი ლიანდაგებში ჩავარდა, რამაც მეტროს გაჩერება გამოიწვია.
სატრანსპორტო კომპანიაში გვირევს, რომ მგზავრი ცოცხალი ამოიყვანეს და იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
რაც შეეხება მოძრაობის აღდგენას, კომპანიაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ მალე აღდგება.