თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
BM.GE
25.07.23 09:00
• 808
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კერძოდ, კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, დავით ბატონიშვილის, მარკო პოლოს, ლამბერტის, მონპერის, კასტელის, ტილკეს, შმერლინგის, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის (ნაწილობრივ), სახალხოს, ხევის, მამუკინის, სამგორის, ნადარეიშვილის, მესხეთის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის, ფეიქართა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.