მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

632c937425c4e
BM.GE
22.09.22 21:00
844
თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

"აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში. აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები