მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკას“ სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

64678dc174efb
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 18:58
3259
თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკას“ სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კლინიკა თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და ის „ჩაიკას“ კლინიკების ქსელის მიერ საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია.

გამოცემის ცნობით, კლინიკის გახსნისთვის 200 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქამდე „ჩაიკა“ მხოლოდ მოსკოვში ფართოვდებოდა და მას რუსეთის დედაქალაქში 7 სამედიცინო ცენტრი აქვს - წერს პორტალი Vademecum.

კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს. კონსულტაციის მინიმალური ღირებულება კი 100 ლარია (40 დოლარი).

გამოცემა ასევე წერს, რომ კლინიკის დირექტორი ქსენია იურკინასია. ის 2020 წლიდან მოსკოვში, "ჩაიკის" ნოვორიჟსკოეს გზატკეცილზე მდებარე კლინიკაში, თერაპევტად და მთავარი ექიმის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2022 წელს თბილისში, Silk Medical-ის მულტიდისციპლინურ სამედიცინო ცენტრში იგივე თანამდებობა დაიკავა.

„საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, სადაც მრავალი კულტურა იკვეთება. საქართველოში ევროპული კატეგორიებით აზროვნებენ, ეს შეეხება ჯანმრთელობასაც. მოთხოვნა ევროპელი, აზიელი და რუსი ექსპატების მხრიდანაც არის“, - ამბობს იურკინასი.

„ჩაიკის“ ქსელის დამფუძნებელი საინვესტიციო ბანკის, КИТ Финанс-ის ყოფილი მფლობელი ალექსანდ ვინოკუროვია. 2022 წელს მან თავისი კუთვნილი (86,37%) წილი პოლინა იუმაშევას მიჰყიდა. აღსანიშნია, რომ იუმაშევა „რუსალის“ დამფუძნებლის ოლეგ დერიპასკას ყოფილი ცოლია. ის მას 2018 წელს დაშორდა.

კლინიკისთვის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით bm.ge უკვე ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები