მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში აშშ-ში საცალო ვაჭრობა შემცირდა

6051ac57ac8c7
თათია კაკიაშვილი
17.03.21 20:35
712

თებერვალში აშშ-ში საცალო ვაჭრობა 3%-ით შემცირდა. ინფორმაციას CNN ამერიკული აღწერის ბიუროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეკონომისტებს COVID-19-ის პანდემიით მიღებული რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ჰქონდათ მოლოდინი, რომ მომხმარებლის მოთხოვნა საცალო ვაჭრობის სექტორზე მკვეთრად გაიზრდებოდა, თუმცა, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 0.5%-ით მოიმატა. ამასთან, სექტორის შემცირებულ გაყიდვებზე მთავარი გავლენა აშშ-ში გასულ თვეს ცუდმა ამინდმაც იქონია, რომელიც ხანგრძლივად გაგრძელდა.

საგულისხმოა, რომ გაყიდვები საცალო ვაჭრობის სექტორში იანვარში 7.6%-ით გაიზარდა. გასული თვის განმავლობაში კი, სპორტული ინვენტარის რეალიზაცია 7.5%-ით შემცირდა, ხოლო ავეჯის - 3.8%-ით. უფრო მეტიც - ხალხმა მოუკლო ონლაინ ვაჭრობასაც - თებერვალში ელექტრონულმა კომერციამ 5.4%-ით იკლო.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მარტის ბოლოს საცალო ვაჭრობის სექტორს გაყიდვებში უკეთესი მაჩვენებლები ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები