მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში მდებარე სასტუმრო “გუგლუქსის" დატვირთულობა 80%-ს აღწევს - საიდან არიან ტურისტები?

63453a11a1fd7
მარიამ იზორია
11.10.22 21:35
1255
თელავში მდებარე სასტუმრო “გუგლუქსის” დამფუძნებელი bm.ge-სთან 2022 წლის ზაფხულსი ტურისტულ სეზონს აფასებს. bm.ge-სთან “გუგლუქსის” დამფუძნებელი მამუკა პაპაშვილი მიმდინარე წლის სეზონს პანდემიამდელ პერიოდს ადარებს და ამბობს, რომ 2022-ში 2019 წელთან შედარებით, კახეთში ვიზიტორების ნაკლებობა იყო.

მისივე განმარტებით, სიტუაცია სექტემბერ-ოქტომბერში გაუმჯობესდა და ამ დროისთვის "გუგლუქსის" დატვირთულობა 80%-ს აღწევს.

“წლევანდელ სეზონს თუ პანდემიამდელ პერიოდს შევადარებთ საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტორები ძირითადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან შემოდიოდნენ, "კოვიდისა" და ომის გამო, ვიზიტორების ნაკლებობა გვქონდა. 2022-ში ჯავშნები მაისში დაიწყო, შემდგომ ისევ შენელდა, სექტემბერ-ოქტომბერში კი კვლავ გააქტიურდა. ახლა რთველია და ტურიზმი შედარებით აქტიურია. ამ დროისთვის სასტუმრო 80%-ით დატვირთულია, ჯავშნები მარანში დეგუსტაციის მიმართულებითაც გვაქვს. ძირითადად ჩვენთან ვიზიტორები გერმანიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და ესპანეთიდან არიან ” - ამბობს ის.

bm.ge-ს შეკითხვას თუ რა სჭირდება კახეთს იმისათვის, რომ ტურისტულად უფრო მიმზიდველი იყო “გუგლუქსის” დამფუძნებელი პასუხობს, რომ უპირველესად მშვიდობა. 

“არამარტო კახეთს, ზოგადად ქვეყანას, მშვიდობა სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, აქ ჩამოსვლისგან, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში, თავს ისედაც იკავებენ. უშუალოდ კახეთში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო,” - განაცხადა “გუგლუქსის” დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები