თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.
როგორც bm.ge-ს ინფექციურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ინფიცირებული თავს მხნედ გრძობს და სახლში რჩება“, - აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ: თენგიზ ცერცვაძეს covid-19 პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.