მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა 6.5 მილიონი აშშ დოლარის AT1 კაპიტალი მიიღო

ტერაბანკი
BM. GE
08.09.23 18:03
4

ტერაბანკმა 6.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის AT1 კაპიტალი მიიღო და ამ ფინანსური ოპერაციის შედეგად, პირველადი კაპიტალი გაზარდა. ოპერაციიდან მოზიდულ ფინანსურ რესურსს ბანკი საკრედიტო პორტფელის გაზრდაზე, მომხმარებლებისთვის პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული, მოსახერხებელი სასესხო პროდუქტებისა თუ სერვისების გამრავალფეროვნებისა და ინოვაციური სიახლეების შეთავაზებისთვის გამოიყენებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელიც ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტია. 


საგულისხმოა, რომ დამატებითი პირველადი კაპიტალის გაზრდა ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მისი აღმატებულება, შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის მიერ განხორციელდა. ამ ნაბიჯით მან ტერაბანკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისა და მიზნების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.


„ტერაბანკის პირველადი კაპიტალი გაიზარდა, შედეგად, ის კიდევ უფრო გაძლიერდა, კაპიტალის სტრუქტურა კი ოპტიმალური გახდა. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქცია დაგვეხმარება, სასესხო პორტფელი კიდევ უფრო გავაფართოოთ და ჩვენს მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბიზნესკლიენტებს, ახალი, დამატებითი შესაძლებლობები შევთავაზოთ “, - აცხადებენ ტერაბანკში.


შეგახსენებთ, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ტერაბანკის აქციების 65%-ს ფლობს. იგი 1992 წლიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობის წევრია და ამჟამად ტოლერანტობის მინისტრის პოსტს იკავებს. ამავდროულად, შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ხელმძღვანელობს „დაბი ჯგუფს“, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების წამყვანი ბიზნესჯგუფია და სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს.


ტერაბანკი მომხმარებელს პერსონალიზებულ, სწრაფ, მოქნილ და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია და, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორი, მუდმივად უქმნის მას დამატებით მოტივაციასა და ახალ შესაძლებლობებს. AT1 კაპიტალის გაზრდაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები