მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $50 მილიარდით გაიზარდა

606b058945fb8
ნათია თაქთაქიშვილი
05.04.21 23:20
940
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციები ორშაბათის ვაჭრობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $50 მილიარდით მოიმატა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, Tesla-ს აქციების ასეთი ზრდა, ბაზრისთვის კომპანიის მიერ ავტომობილების რეკორდული რაოდენობის მიწოდებამ განაპირობა, რაც იმის ნიშნავს, რომ კომპანიამ კომპიუტერული ჩიპების დეფიციტს თავი წარმატებით დააღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობის შედეგად, Tesla-ს აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, Tesla-მ 184,800 ავტომობილის მიწოდება შეძლო, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები ვარაუდობნენ, რომ კომპანია 177,822 ავტომობილს მიაწვდიდა ბაზარს.

შეგახსენებთ, Tesla ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, მან გასულ წელს 500 000 მანქანა გაყიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც Volkswagen-მა, General Motors-მა და Ford-მა განაცხადეს, რომ ელექტრომობილების წარმოების გაძლიერებას გეგმავენ, Tesla-ს ლიდერობას საფრთხე დაემუქრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები