მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენ იცით, რაც მოგეთხოვებათ კანდიდატის სტატუსისთვის, ასე რომ გააკეთეთ - ვარჰეი საქართველოს

6494531006124
BM.GE
22.06.23 18:08
529
თუ ვინმეს სურს ევროკავშირში შესვლა, დღეს არის ამის მომენტი, ასე რომ, დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა, - ასე უპასუხა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებისთვის შესასრულებლად ოქტომბრამდე დარჩენილ ხუთთვიან პერიოდს ეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველომ უკვე იცის, რაც უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„გასულ კვირას ბრიუსელში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი [საქართველოს] პრემიერ-მინისტრს. ეს იყო მესიჯი, თქვენ იცით რაც მოგეთხოვებათ, ასე რომ გააკეთეთ... გააკეთეთ, ვინაიდან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ამით ყველამ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ასე რომ ჩემი რეკომენდაცია მთავრობისთვის იქნება შემდეგი: დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში გვქონდეს სრულად შესრულების ანგარიში საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ხოლო ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გასულ წელს საქართველოს იმედგაცრუება გამოიწვია ევროკავშირის მიერ მხოლოდ პერსპექტივის მინიჭებამ, მაშინ როცა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ვარჰეიმ აღნიშნა:

„სრულად მესმის და ვიცი საზოგადოების განწყობები საქართველოში. ჩემი მესიჯი იქნება ის, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის უკვე არის გარდამტეხი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან. ეს სიგნალი მკაფიო და ძლიერია, და ჯერ კიდევ მოქმედი. ამიტომ გამოიყენეთ ეს. ნუ უყურებთ სხვებს. უყურეთ იმას, თქვენ რა შეგიძლიათ, რათა თქვენმა ქვეყანამ წინ წაიწიოს, თუ ყველაფერი შესრულებული იქნება“.

შეგახსენებთ, საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღეს, ევროკომისიამ შვედეთში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირი ანგარიში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები