”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც პირველ ეტაპზე სავაჭრო უთანხმოების მოგვარებას განიხილავს”, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა და აღნიშნა, რომ ”მეორე ეტაპიც დაუყოვნებლივ დაიწყება”.
Associated Press- ის ცნობით, ამერიკული მხარე შეთანხმდა, უარი თქვას ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების გაზრდაზე, რომელიც მომდევნო სამშაბათს იყო დაგეგმილი. ამის სანაცვლოდ კი, ჩინეთი, შტატებიდან უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ყიდვას დათანხმდა.
Bloomberg-თან საუბრისას შტატების ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მომავალი სამშაბათიდან ჩინეთისთვის საბაჟო გადასახადები ნამდვილად აღარ გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მწვავე დაპირისპირება მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შეჩერებული სავაჭრო მოლაპარაკებები ორ უდიდესი ეკონომიკის ქვეყანას შორის გუშინ განახლდა. პირველი შეხვედრა ვაშინგტონში შედგა.