მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tripadvisor: მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების Top-10

62546d3d5f2e2
მარიამ ადამია
17.04.22 00:23
1006

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს, რომ  ენეგომატარებლებზე ფასის ზრდის გამო გაძვირებული ავიაბილეთები მოგზაურობას მონატრებულ კლიენტებს არ აშინებთ. როგორც IATA-ს მთავარმა ეკონომისტმა მარი ოუენს ტომსენმა განმარტა, მგზავრები ახლა ჩვეულებრივზე ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ფასების ზრდის მიმართ. 

“ეს, ალბათ, ორწლიანი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის ძლიერი სურვილით არის განპირობებული,”- ამბობს ეკონომისტი, ხოლო IATA-ს 2022 წლის თებერვლის საოპერაციო ანგარიში აჩვენებს, რომ ინდუსტრიის აღდგენის ტემპი პანდემიამდელ მაჩვენებლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს. 

როგორც გამოცემა წერს, აღსანიშნავია, ისიც, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას, ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ჯავშნების დინამიკაზე, ამიტომაც ტურისტულმა პლატფორმა - Tripadvisor -მა,  მათთვის, ვინც ზაფხულის შვებულების დაგეგმვას ახლა იწყებს, მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების, 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. კონკრეტულად სანაპიროები კი იმიტომ, რომ Tripadvisor-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოგზაურთა 37% 2022 წელს, სწორედ სანაპიროებს ირჩევს. ათეულში ყველაზე მეტი კი, კარიბის ზღვის აუზში მდებარე სანაპიროები დასახელდა, თუმცა სიაში ხუთივე კონტინენტია წარმოდგენილი. 

მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების 2022 წლის რეიტინგი: 

1. Grace Bay Beach: ტერქსისა და კაიკოსის კუნძული
2. Varadero Beach: კუბა
3. Turquoise Bay: ავსტრალია
4. Quarta Praia: ბრაზილია
5. Eagle Beach: არუბა
6. Radhanagar Beach: ინდოეთი
7. Baia do Sancho: ბრაზილია
8. Trunk Bay Beach: ვირჯინიის კუნძლები
9. Baía dos Golfinhos: ბრაზილია
10. Spiaggia dei Conigli: იტალია

Tripadvisor-ის მიხედვით, გრეის ბეის სანაპიროს დამსვენებელთა 90% უმაღლესი ქულით აფასებს, ამიტომაც რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. სანაპირო კუნძულ პროვიდენსიალესის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს და აქ მოსახვედრად აუცილებელია ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ასევე Covid-19-ის PCR ტესტის უარყოფით პასუხი, რომელიც  ჩამოსვლამდე არაუმეტეს სამი დღით ადრე უნდა ჩატარდეს. 

ცნობისთვის, ჩასვლისას კარანტინი არ არის სავალდებულო და მხოლოდ მოგზაურობის ავტორიზაციის ფორმის შევსებასა და Covid-19 სამოგზაურო დაზღვევას ითხოვენ. 

 

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები