მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის მერია ქალაქ ჯვარში, მდინარე "მაგანას" მიმდებარედ მცხოვრებლებს აფრთხილებს, ამაღამ სახლებს გაერიდონ

ფგფდგ
BM. GE
09.09.23 01:13
6

წალენჯიხის მერია ქალაქ ჯვარში, მდინარე "მაგანას" მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.

საქმე იმაშია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე "მაგანას" ნაკადი შემცირებულია, რასაც მდინარის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა.

"ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე "მაგანას" მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის  გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები