მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რუსეთმა უცხოეთიდან $500 მილიონის ჩიპები და ნახევარგამტარები იყიდა

რუსეთის დროშა ჩიპებით
BM.GE
31.07.23 18:00
4

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციამ უცხოეთიდან დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები და ნახევარგამტარები იყიდა.

ზემოხსენებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ორმაგი დანიშნულების ჩიპებზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ მოწყობილობებს სამხედრო დანიშნულებით იყენებს. Vyrostka-ს მიერ მოპოვებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 25 უმსხვილესი საერთაშორისო მიმწოდებლიდან 11 პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთის არმიასთან.

სანქციების გვერდის ავლის და ჩიპების შესყიდვის მიზნით, რუსეთის თავდაცვის ძალები არაერთ მეთოდს იყენებს, მათ შორისაა: მიწოდების ჯაჭვში სხვა სახელმწიფოების ჩართვა, საბაჟო მონაცემების დაფარვა და შესყიდვის პროცესში ოფშორებში რეგისტრირებული სუბიექტებით სარგებლობა.

ორმაგი დანიშნულების ჩიპების გარდა, რუსეთი სანქცირებული ელექტრონული მოწყობილობების იმპორტსაც აქტიურად ახორციელებს. მაგალითად, მიმდინარე წელს ქვეყანაში 390 მილიონი დოლარის iPhone-ები შევიდა, ამ პროცესში კი აქტიურად გამოიყენებოდა რეექსპორტის სტრატეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები