"აი დი ეს ბორჯომის“ დასაქმებულთა პროფკავშირმა ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადი შეიტანა.
დღეს კი "საქმიან დილაში" აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე
გიორგი დიასამიძემ თქვა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 49 ადამიანიდან უმეტესობა დაბალ პოზიციაზეა დასაქმებული.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობა გასულ წელს კომპანიაში გაფიცვას ხელმძღვანელობდა. ამის გამო, დიასამიძის თქმით, "ამ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ კომპანიის მხრიდან “სადამსჯელო ღონისძიებს” ჰქონდა ადგილი.

“მედიაციის პროცესზე განაცხადი შევიტანეთ, რათა მოლაპარაკების გზით გარკვეული პრობლემები მოგვარდეს, თუმცა გუშინ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნებისმიერ დასაქმებულსა და სამუშაო ადგილს დავიცავთ. კანონმდებლობის შესაბამისად, მედიაციის პროცესს დაველოდებით და არანაირი სხვა აქტივობა ამ მხრივ არ იქნება. 21 დღის შემდეგ (რადგან მანამდე იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს/მედიატორის ჩართულობით გარკვეული სახის შედეგს მივიღებთ) თუ შედეგი არ დადგა, სამწუხაროდ, ერთადერთი გზა დაგვრჩება, რომელიც არავის უნდა, მაგრამ ეს იქნება კანონიერი გაფიცვის უფლება”, - აცხადებს დიასამიძე.