მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ 6-დღიან ტრენინგს/სემინარს ესწრებით, PCR-ტესტის გაკეთება 2-ჯერ მოგიწევთ - თამარ გაბუნია

60f6b96794c77
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.21 15:55
1018
PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის არქონის შემთხვევაში, მსურველები კონფერენციებსა და ტრენინგებს ვერ დაესწრებიან. აღნიშნული რეგულაცია 19 ივლისიდან ამოქმედდა და კერძო სექტორში კითხვები უკვე გააჩინა. მაგალითად, რა წესებით/პერიოდულობით უნდა მოხდეს ტრენინგის ან კონფერენციის მონაწილეთა ტესტირება ის შემთხვევაში თუ მისი ხანგრძლივობა რამდენიმე დღეს ან კვირას აღემატება.

„უწყებათშორის საბჭოში ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება, რეგულაცია რაღაც დაზუსტებას საჭიროებდეს; ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

„სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს უსაფრთხო. ჩვენ ინდუსტრიის მოთხოვნა გავითვალისწინეთ და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, რაც ამ რეგულაციის შესრულებას უფრო მარტივს ხდის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე bm.ge მეტი დეტალის გარკვევას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან შეეცადა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ტრენინგის თუ სემინარის მონაწილეებს განმეორებითი ტესტის გაკეთება ღონისძიების ხანგრძლივობიდან გამომდინარე მოუწევთ.

„თუ ტრენინგი გრძელვადიანია, გარკვეული გონივრული პერიოდულობით განმეორებითი ტესტირება აუცილებელია, საუბარია 1-2-დღიან ტერნინგებზე და არა საუნივერსიტეტო სწავლებაზე, იქ უკვე ვაქცინაციის მნიშვნელობა განსხვავებულად დგება. ზოგადი მოთხოვნაა, რომ პირი 72-საათიანი ხანდაზმულობის PCR ტესტით უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, თუ ტრენინგი 6-დღიანია, მას PCR-ტესტის გაკეთება ორჯერ მოუწევს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები