მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ კანონის მიღებით წესრიგი დამყარდება, მივესალმებით - მიქატაძე ავტოსადგურების რეგულირებაზე

631a00f7a9fa5
მარიამ ვარადაშვილი
08.09.22 22:00
1339

დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ ავტოსადგურებისთვის ახალი კანონპროექტი მისაღებია, რადგან ის ლეგალურ ბიზნესს იცავს.

საუბარია ახალ კანონპროექტზე, რომლითაც ავტოსადგურების რეგულირება იგეგმება. თუ კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა მკვეთრად რეგულირებადი სფერო გახდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირებას, მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს საკითხს საქალაქთაშორისო გადაყვანის სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და ამ მიზნით კანონში ცვლილებების შესატანად. არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების ფუნქციონირებას. დღეს ეს რეგლამენტი დარღვეულია. მინდა თამამად ვთქვა, რომ რა ოდენობის მგზავრებიც გადაჰყავთ კანონიერი ავტოსადგურების მიერ დაახლოებით იმდენივე არის აღურიცხავი, არარეგისტრირებული ტრანსპორტის მიერ. თუ მთავრობა იმგვარ რეფორმას განახორციელებს, რომ ამ სფეროში წესრიგი დამყარდეს და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა ავტოსადგურების მიერ განხორციელდება, ამას მივესალმებით. ამით წახალისებული იქნება კანონიერი ბიზნესი და დაცული იქნება მგზავრთგადაყვანის ანუ გადასახადის გადამხდელების ინტერესი და აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად ხდება",-აცადებს მიქატაძე.



ვრცლად კანონპროექტზე: მთავრობა ავტოსადგურების რეგულირებას და მოთამაშეების ლიცენზირებას გეგმავ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები