მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ მომწოდებელი ფასს გვიზრდის, იძულებულები ვართ, რომ საცალო ფასები გავზარდოთ”- "ნატურალი"

64398efd0c3f4
ლიკა გურაბანიძე
17.04.23 15:28
1025
“ჩვენ მომწოდებლების დადგენილ ფასებზე ვართ დამოკიდებულები, რაგდან იმპორტირებულ პროდუქციას სწორედ ისინი გვაწვდიან. თუ მომწოდებელი ფასს გვიზრდის, იძულებულები ვართ, რომ საცალო ფასებიც გავზარდოთ”. - ამის შესახებ, მაღაზიათა ქსელის "ნატურალის" დამფუძნებელმა ალექსანდრე ნებიერიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ხშირი ცვლილება მომწონდებლების მხრიდან სირთულეებთანაა დაკავშირებული.

“ფასების ხშირი ცვლილება სირთულეებთანაა დაკავშირებული და ძალიან დიდი დისკომფორტია. მაღაზიაში ფასების შეცვლა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს. შედეგად, მომხმარებელს დღეს ერთი ფასი ხვდება, ხოლო მეორე დღეს სხვა.” - აღნიშნა ალექსანდრე ნებიერიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მის მიერ სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის დაანონსების შემდეგ, ბაზარზე სურსათის ფასი 20-30%-ით შემცირდა. ის ვარაუდობს, რომ ფასები კიდევ უფრო მეტად დაიკლებს და მომხმარებლები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები