მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ "წყალტუბოების" განვითარება გვინდა, გრძელი და იაფი ფულია საჭირო“ - ლაშა პაპაშვილი

62da958f12c3a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.22 18:12
2130
„თუ გვინდა "წყალტუბოები" განვითარდეს, ამისთვის გრძელი და იაფი ფულია საჭირო“ - ასე პასუხობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BM.GE-ს კითხვას, არის თუ არა დაინტერესებული წყალტუბოში ინვესტირებით, კერძოდ, აუქციონზე გამოტანილი სანატორიუმების ყიდვით.

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უძრავი ქონებაში ინვესტირებისთვის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იაფ საკრედიტო რესურსზე წვდომა და ეროვნული ბანკი, ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ კომპანიებისთვის სესხის აღება ხელმისაწვდომი იყოს.

„სამწუხაროდ, ახლა დაკრედიტება ჭირს. უძრავ ქონებას ყველაზე გრძელი და იაფიანი ფული სჭირდება. თუ გვინდა, რომ წყალტუბოები განვითარდეს, ამისთვის გრძელი და იაფი ფული უნდა იყოს - ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს. ახლა ჩვენი ჯგუფი აბასთუმანში ახორციელებს პროექტს <სასტუმროს აშენებს>და ამიტომ ვერ ვიცლი წყალტუბოსთვის.

...მე ნიშნის მოგებით არ დავდევ ამ ადამიანებს... უბრალოდ, ეროვნულ ბანკს, მათ ხედვებს არ ვეთანხმები. ჩემი ჯგუფის დაკრედიტება ამ წუთას 110 მლნ-მდეა და ეკონომიკურმა ბლოკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩემნაირმა კომპანიამ <„რედიქსმა“> დაკრედიტება 200 მლნ-მდე ასწიოს. ჩემი ყველა ჩადებული თეთრი ახალ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს.

მე უკვე ტურიზმის ბიზნესში შესული ვარ - "ჰილტონი", "კაბადონი", "ლე პორტი", თუშეთის "სამზეო", აბასთუმანს ვაშენებთ - იქ სამი სასტუმროა და, რა თქმა უნდა, ჰოსფიტალიტი ჩვენი საქმეა. ჩვენი ინტერესია, რომ შევქმნათ სისტემა, რომლითაც ჩამოსულ ტურისტს ყველგან დავასვენებთ. დაკრედიტება უფრო იაფი რომ იყოს, მეტ საქმეს გავაკეთებდი“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები