მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვინმეს გაციების სიმპტომი აქვს, შემთხვევების 90%-ში ეს კორონავირუსია - პაატა იმნაძე

5fc8e45e65370
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 17:20
4801
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებების დაახლოებით 90% კორონავირუსია. ამის შესახებ მან tv პირველი ეთერში სეზონურ დაავადებებზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა პრაქტიკულად ყველა გაციებით მიმდინარე, გრიპისმაგვარი დაავადებების სადღაც 90% არის კორონავირუსი და ერთი-ორი შემთხვევა გამოერევა სხვა ვირუსების“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.

პაატა იმნაძემ გრიპის ვირუსის გავრცელების დაგვიანების 2 მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ახლა სწორედ ის სეზონია, როდესაც გრიპისმაგვარი დაავდებების გავრცელება ხდება.

„ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ამას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. სხვადასხვა შეფასებით, მოქალაქეების 55%-60% ნიღაბს სწორად ხმარობს; ამასთან დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფო უფასო პროგრამით გრიპის ვირუსზე დაახლოებით 170 000-მდე ადამიანი, ხოლო კერძო სექტორში 50 000 ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ამდენი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში გრიპზე არასდროს აცრილა.

ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ გრიპი ჯერ არ არის, თუმცა, გრიპისმაგვარი ვირუსები ძალიან ცოტა, მაგრამ ცირკულირებს, ანუ ძირითადად თუ ვინმეს გაციების სიმპტომი აქვს ეს კორონავირუსია“, - განმარტა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები