მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი სახელს იცვლის

62a9d94133b5e
მარიამ ვარადაშვილი
15.06.22 17:10
4873
თურქეთის ეროვნულ ავიახაზებს რებრენდინგის შემდეგ Türkiye Hava Yolları ერქმევა, რაც თურქულად ავიახაზებს ნიშნავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

ავიაკომპანიის რებრენდინგის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თურქეთის მთავრობამ გაეროს ოფიციალურად მიმართა, რომ ქვეყანას Turkey-ის ნაცვლად Türkiye ეწოდოს. თურქეთი თურქულად სწორედ ასე იწერება და წარმოითქმება.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანას Türkiye უკეთესად წარმოაჩენს.

თურქეთის ავიახაზები საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კომპანიაა. მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, მას საქართველოს ავიაბაზრის 13% უკავია. სამ თვეში ავიაკომპანია 90 258 მგზავრს მოემსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები