მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ტურისტების მოთხოვნები პანდემიის პერიოდში - McKinsey & Company-ს რეკომენდაციები

5f19e4f085d94
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.20 23:34
1135
თიბისიმ და წამყვანმა გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ - McKinsey & Company ერთობლივ ონლაინ კონფერენცია „ტურიზმი: გზა სექტორის აღდგენისკენ“ გამართეს.

შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა - ლევან შავკაციშვილმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა - მერი ჩაჩანიძემ და McKinsey & Company-ის პარტნიორმა - ნათან საიცმანმა ისაუბრეს. მათ ტურიზმის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტენდენციები განიხილეს და ინდუსტრიის ცვლილებისა და სექტორის აღგენის შესაძლებელობებზე ისაუბრეს.

როგორც კონფერენციის მსვლელობისას McKinsey & Company-ს პარტნიორმა ნათან საიცმანმა აღნიშნა, გლობალური საკონსულტაციო კომპანიის მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნები: ოთახის საფუძვლიანი დალაგება, 72 საათიანი შუალედი ოთახის ჯავშნებს შორის და ოთახის მომსახურების გაუქმებაა. ამასთან, მათი დაკვირვებით წინასწარი ჯავშნების ხანგრძლივობა საგრძნობლად დამოკლებულია და მომხმარებელი დაჯავშნისას უპირატესობას მოქნილობას ანიჭებს (ჯავშნის გაუქმება ჯარიმის გარეშე).

კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანიამ ტურზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებიც გააჟღერა, მათ შორის სასტუმროს სივრცეებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება, სასტუმროში მოკლევადიანი დარჩენის შეთავაზებები და აქციები, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის მასპინძლობის პროცესის დეტალური გაანალიზება.

თიბისი კაპიტალის კვლევების მიხედვით ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები