მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინამ თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიის 40% გაათავისუფლა“ - ზალუჟნი

63b3e9fea5362
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 12:49
563
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნისთვის 2022 წლის შედეგები შეაჯამა. Facebook-ის პირად ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ხელმძღვანელმა გასულ 2022 წელს ტრაგიკული და გმირული უწოდა და აღნიშნა, რომ განვლილმა წელმა მათი აწმყო და მომავალი სამუდამოდ შეცვალა, უკრაინის და მისი შეიარაღებული ძალების სახელით კი მსოფლიო ისტორია შექმნა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტორიების 40% და ზოგადად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 28% გაათავისუფლეს“, - წერს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი.

ვალერი ზალუჟნი დასძენს, რომ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს ნაწილის გათავისუფლებამ დეოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი თითქმის 40 000 კვ.მ-მდე გაზარდა.

„დღეს უკრაინა მტრის შეკავებას 3 786 კმ სიგრძის სახმელეთო ტერიტორიაზე აგრძელებს, მათ შორის აგრესორთან ფრონტის ხაზი 1 500 კმ-ზეა აქტიური“, - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და გაერთიანებული შეიარაღების სწავლება 17 ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „საერთო ჯამში პარტნიორების ხელშეწყობით 2022 წლის განმავლობაში 20 ათასი სამხედრო გადამზადდა“, - წერს ზალუჟნი.

გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუირება მოხდა; ათასზე მეტი მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, დანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, იტალიაში, რუმინეთში, აშშ-სა და ისრაელში გაიგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები