მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინაში ბელარუსი სამხედროები არ არიან, რუსეთს ამის საჭიროება არ აქვს“ - ლუკაშენკო

621b43b11bacf
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 13:34
779
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში არც ბელარუსის სამხედროები და არც ბელარუსის იარაღია. ამის შესახებ მან რეფერენდუმზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„იქ (უკრაინაში) არც ერთი ჩვენი ჯარისკაცი არ არის. ამის შესახებ გუშინ პრეზიდენტ მაკრონსაც ვუთხარი, რომ არათუ ჯარისკაცები, არამედ იქ ჩვენი ტყვიებიც კი არ არის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამის საჭიროება არ აქვს, რამეთუ მას თავისი განზრახვის განხორციელებისთვის საკუთარი ძალებიც ჰყოფნის.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია ბელარუსში, უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან შეხვედრა ბელარუსში ვერ შედგებოდა, რამეთუ ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედებები განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები