მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაგრძელებთ კომპანიების წახალისებას, რათა საქართველოში ინვესტირება გააგრძელონ - თურქეთის ვაჭრობის მინისტრი

631aef120a40f
მარიამ ვარადაშვილი
09.09.22 11:44
674
თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება, რაც ვაჭრობის კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გაღრმავებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა განაცხადა, რომელიც საქართველოში იმყოფება და ფორუმს „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები" ესწრება.

საუბარია თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელშიც ცვლილება შედის.

“თურქეთიდან დაახლოებით 80 კომპანია და ინვესტორია ჩამოსული. ამას გარდა, 100-მდე თურქი ბიზნესმენი ესწრება ფორუმს. 2022 წლის აგვისტოში ჩვენი ვაჭრობა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაგრძელებთ წავახალისოთ კომპანიები, რათა მათ საქართველოში ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. დღეს, როგორც ხედავთ, ამ მოკლე პერიოდში ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებას შეუწყობს ხელს. მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხმება, რომელიც სერვისებსა და ინვესტიციებს მოიცავს, ორმხრივ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს”, - აცხადებს მეჰმეთ მუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები