მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

63c2cabb9af4e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 18:07
633
ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში BM.GE-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ მუხლის მიხედვით, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო თუ იგივე ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით, ანდა ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ცნობისთვის, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები