თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ველობილიკების ქსელის განვითარებასაც ისახავს მიზნად, რაც თბილისში უკვე დაიწყო, თუმცა როგორც ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია ამბობს, ამ კუთხით მაინც პრობლემებს ვაწყდებით.
“ძალიან ბევრი ველომოყვარული მერიას საჩივრით მიმართვდა, რომ ისინი კომფორტულად ვერ გადაადგილდებიან, ვინაიდან ველობილიკზე დაპარკინგებული ავტომობილები ხვდებათ. ხშირია, ბილიკზე მოძრაობის, გადასწრების ფაქტებიც. ამის მიზეზი, პირველ რიგში მძღოლთა დაბალი კულტურაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმის, ანუ 100 ლარის გამოწერა საკმარისი არ იქნება, აუცილებელია, ის, რომ აღსრულება გაიზარდოს. ჯარიმა 1000 ლარიც რომ დავაწესოთ, თუ აღსრულება არ იქნა, მძღოლი ისევ იმავეს გააკეთებს,” - განაცხადა ირაკლი იზორიამ, გადაცემა “საქმიან დილაში”.
ინფორმაციისთვის, თუ აქამდე მოქალაქეს ჯარიმა საქარე მინაზე ხვდებოდა, რომელიც შეიძლებოდა დაკარგულიყო და შემდეგ საურავები ერიცხებოდა, ეს წესიც შეიცვლება და მათ შესაბამისი შეტყობინება სახლში გაეგზავნებათ.