მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის და როგორ შეუძლია სესხების გადავადებით სარგებლობა? - გზამკვლევი მოქალაქეებისთვის

5fc66e788a02b
სალომე მეცხვარიშვილი
02.12.20 00:00
4783
გასულ კვირას მთავრობამ ორთვიანი შეზღუდვების მორიგი ტალღა დააანონსა. შედეგად, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი, ასევე, რესტორნები დაიკეტა და აღნიშნულ სექტორს 28 ნოემბრიდან მხოლოდ ონლაინ შეუძლია სერვისის მიწოდება.

შეზღუდვების შედეგად არაერთი მოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩა. მთავრობამ მათ წინა “ლოქდაუნის” მსგავსად ფინანსური დახმარება შესთავაზა - 200-200 ლარი 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულებისთვის და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა საქმიანობის სფეროც შეიზღუდა. ამას გარდა, მთავრობის შუამდგომლობით ადამიანებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.

ამისთვის კი კონკრეტული პროცედურების გავლაა საჭირო - პირველ რიგში, მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ სამთავრობო პორტალზე - http://compensation.moh.gov.ge/  (პორტალი უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს და ხელახლა დაიწყოს მოქალაქეების განაცხადების მიღება). ამ ბაზაში მოხვედრის შემდეგ მათ შეუძლიათ, ინდივიდუალურად მიმართონ ბანკებს და სთხოვონ სესხების რესტრუქტურიზაცია.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ განაცხადების განხილვა ასევე ინდივიდუალურად მოხდება და ძირითად შემთხვევაში მოქალაქეებს სესხების 3-თვიან რესტრუქტურიზაციას შესთავაზებენ.

ალეკო ძნელაძის თქმითვე, განაცხადების მიღება ბანკებში 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა, საფინანსო დაწესებულებები, დიდი ალბათობით, ვადის ამოწურვას არ დაელოდებიან და სესხების რესტრუქტურიზაცია პარალელურ რეჟიმში მოხდება.

მიმდინარე წელს სესხების გადავადება მოქალაქეებისთვის 2-ჯერ მოხდა 3-3-თვის განმავლობაში მოხდა. ასევე განხორციელდა ბიზნესისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. ძნელაძის ინფორმაციით, პირველად, სესხების ავტომატურად გადავადების პერიოდში, სულ 2 მილიონზე მეტი სესხი გადავადდა, მეორე ჯერზე 700 ათასი, ახლა კი საბანკო სექტორის მოლოდინია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და სესხების რესტრუქტურიზაციით შედარებით ნაკლები ადამიანი ისარგებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები