მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის რამდენით ეზრდება პენსია იანვრიდან ინდექსაციის წესით?

63aef7ff9f2f3
მარიამ ვარადაშვილი
01.01.23 19:30
6111
2023 წლიდან საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 365 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს, რაც უკვე მეორე წელია მოქმედებს.

2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებთ ადგენს წესს, რითიც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70+ მოსახლეობის პენსიები.

ამ დრომდე 60-69 წლის მოქალაქეები 260 ლარის პენსიას იღებდნენ, 70 წელზე ხანდაზმული მოსახლეობის პენსია კი 300 ლარს შეადგენდა.

ინდექსაციის არსებული ფორმულის გათვალისწინებით შესაძლებელია განისაზღვროს, თუ რა მოცულობამდე გაიზრდება 2022 წლისთვის ხანდაზმულთა საპენსიო გასაცემლები.

ინდექსაციის წესით როგორია პენსიები 2023 წელს?

● 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამჟამად საქართველოში წლიური ინფლაცია 12.8%-ია, ამ ფორმულით 2023 წლიდან 70 წლამდე მოქალაქეთა პენსია 295 ლარი გახდება.

● 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამჟამად 70 წელს ზემოთ მოქალაქეთა პენსია არის 300 ლარი, ინდექსაციის ფორმულით ის 365 ლარამდე გაიზრდება.

ამჟამად საქართველოში 70 წლამდე 379,428 პენსიონერი, 70 წელს ზემოთ კი 414,672 პენსიონერი არის რეგისტრირებული. თუკი წელს პენსიები მართლაც ზემოთ დასახელებულ რიცხვებამდე გაიზრდება, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 3.3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება მაღალი ინფლაციისგან მოქალაქეთა პენსიების რეალური მსყიდველუნარიანობის შემცირებისგან დაცვის მიზნით მოხდა. სწორედ მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წლის ივნისში საარსებო მინიმუმმა 255 ლარს მიაღწია, რაც საბაზო პენსიასთან შედარებით მხოლოდ 5 ლარით ნაკლებია.

2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გაზრდილია 831 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში პენსიის გარდა გათვალისწინებულია შემდეგი ხარჯები:

მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;

• გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება და დამატებით 50 ლარით ზრდა 2023 წლის ივლისიდან;

• გათვალისწინებულია ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელოვანი გაფართოება;

• დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 225 მლნ ლარზე მეტი. ამ მიმართულებით მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 50 მლნ ლარზე მეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები