მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რომ უფრო აქტიურად წარმოვჩნდეთ საქართველოს ავიაბაზარზე - AIR FRANCE

6294d5764d26a
მარიამ ვარადაშვილი
30.05.22 19:46
955
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე საქართველოსა და უკრაინაში ავიაკომპანია AIR FRANCE-ის გენერალურ მენეჯერ ერიკ ანკონეტისა და APG Georgia-ს დირექტორს იაკო ხომერიკს შეხვდა, რომელიც საქართველოში AIR FRANCE-ის გენერალური აგენტია.

სახელმწიფო კომპანიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

"საქართველო ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ავიაბაზარია. 2019 წლიდან თბილისისა და პარიზის მთავარი აეროპორტები ერთმანეთს ჩვენი საშუალებით დაუკავშირდა. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩინდეს ჩვენი ავიაკომპანია თქვენს საქართველოს ავიაბაზარზე", - განაცხადა ერიკ ანკონეტიმ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროპული მიმართულებები და საჰაერო კავშირი ევროპის დედაქალაქებთან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

"გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიმართულებები ჩვენს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს. ვეძებთ სხვადასხვა საშუალებას, რომ პირდაპირი საჰაერო გზით კავშირი თბილისსა და ევროპის დედაქალაქებს შორის მაქსიმალურად დაჩქარდეს", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ავიაკომპანიის მხრიდან, თბილისი-პარიზის მიმართულებაზე შესაძლო სიხშირეების ზრდას. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა AIR FRANCE-ის მენეჯმენტს ტექნიკურ ნაწილში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები