მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვოლსკი: სავაჭრო ობიექტზე შეხვალ თუ არა, ხალხი მწვავედ გისვამს კითხვას საბანკო რეგულაციებზე

5ddfd0a7acd73
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.19 17:58
1097
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ფინანსთა მინისტრს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საბანკო რეგულაციებზე დაუსვა კითხვა. ვიცე-სპიკერი დაინტერესდა, "დადებითი რა მოიტანეს" რეგულაციებმა, რომლის მიღებასაც წარსულში თავად ხელისუფლება უჭერდა მხარს.

"ქალბატონმა ნინო წილოსანმაც დასვა ის კითხვა, რაც მეც მინდოდა დამესვა საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით. რაღაც თითქოს მინელდა ეს უკმაყოფილების გამოხატვა საბანკო რეგულაციებთან მიმართებით, მაგრამ დიდ სავაჭრო ობიექტებზე შეხვალ თუ არა, გამყიდველებიც და ხშირად ხალხიც შეკითხვას საკმაოდ მწვავედ სვამს. დროზეა ამ კითხვაზე პასუხი გასაცემი. დადებითი რა მოიტანა ამ რეგულაციებმა და რა პერსპექტივა აქვს მის გაგრძელებას?", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების ამკრძალავი რეგულაცია მოდიფიკაციას განიცდის და 100,000 ლარამდე შემცირდება. გახარიას თქმით, ეს ცვლილება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

"მე მინდა, ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი შეამციროთ 100 ათას ლარამდე", - განაცხადა გახარიამ.

200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის შესახებ კანონის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა იყო და მას მხარი ქართული ოცნების უმრავლესობამ 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები